logo
ENG



კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა 

27 მაი 202110:56
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა 

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გარდაიცვალა 17 ადამიანი, 1481 კი გამოჯანმრთელდა.

27 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 125601 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 4291.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.47%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 252
  • აჭარა - 61
  • იმერეთი - 35
  • ქვემო ქართლი - 42
  • შიდა ქართლი - 20
  • გურია - 9
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48
  • კახეთი - 22
  • მცხეთა-მთიანეთი - 14
  • სამცხე-ჯავახეთი - 3
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 12 704, საიდანაც: 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 120, აჭარაში - 417, იმერეთში - 536.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 340838-ს შეადგენს. აქედან 323409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4699 კი გარდაიცვალა.



 


close დახურვა